მთავარიUncategorizedოცნება 18%, ენმ 6%, ყველა დანარჩენი 6%, არც ერთი 51% — NDI...

ოცნება 18%, ენმ 6%, ყველა დანარჩენი 6%, არც ერთი 51% — NDI პარტიებთან შეხედულებების თანხვედრაზე

Published on

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის  მხოლოდ 30% ასახელებს კონკრეტულ პარტიას და აქედან ქართულ ოცნებას — 18%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას — 6% და ყველა დანარჩენის მაჩვენებელი ერთად არის 6%. ასეთია NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგი.

კითხვაზე — რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არც ერთი — 51%;
  • ქართული ოცნება — 18%;
  • ენმ — 6%;
  • სხვა პარტიები (ყველა ერთად) — 6%;
  • არ ვიცი — 10%;
  • უარი პასუხზე — 9%.

მათი არჩევანი კი, ვინც არჩევნებში მონაწილეონას სავარაუდოდ მიიღებს (61%), ასეთია:

  • არც ერთი — 45%;
  • ქართული ოცნება — 24%;
  • ენმ — 7%;
  • სხვა პარტიები (ყველა ერთად) — 7%;
  • არ ვიცი — 9%;
  • უარი პასუხზე — 9%.

“პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული”, — ნათქვამია კვლევის შენიშვნაში.

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება,

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...