მთავარიUncategorizedNDI: მოსახლეობის 59% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას , 42% – ინფლაციას მიიჩნევს

NDI: მოსახლეობის 59% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას , 42% – ინფლაციას მიიჩნევს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, 59% თვლის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა.

მოსახლეობის 42%-ის აზრით, მთავარ პრობლემას ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი ამჟამად 11.9%-იან ნიშნულზეა.

მოსახლეობის 19% მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად სიღარიბეს ასახელებს, 17% – ლარის გაუფასურებას, 16% – დაბალ ხელფასებს, 12% კი – მაღალ გადასახადებს.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე  მიუთითებს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაც. გამოკითხულთა 68% თვლის, რომ პანდემიანმდელ პერიოდთან შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტებისა და სერვისების შეძენის შესაძლებლობა აქვს.

მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ მათი ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდა.

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...