მთავარიUncategorizedNDI: 70%-მა არ იცის ან არ გადაუწყევტია, წავა თუ არა არჩევნებზე

NDI: 70%-მა არ იცის ან არ გადაუწყევტია, წავა თუ არა არჩევნებზე

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მოსახლეობის 61% მიიღებდა მონაწილეობას. ეს მაჩვენებლი 10%-ით ჩამოუვარდება 2020 წლის აგვისტოში დასმული ანალოგიური კითხვის პასუხის შედეგებს. მაშინ მოსახლეობის 71% ამბობდა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.

კვლევის მიხედვით, ამავე კითხვაზე მოსახლეობის 18% ამბობს, რომ “ალბათ, მიიღებს მონაწილეობას”. 2020 წლის აგვისტოში ეს პასუხი მოსახლეობის 13%-მა გასცა. 6% “ალბათ, არ მიიღებს მონაწილეობას”, 10% “ნამდვილად არ მიიღებს”, ხოლო 5%-მა არ იცის.

ამავდროულად, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30% ასახელებს კონკრეტულ პარტიას, 51% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ხოლო 19%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევით, ამ 30%-დან 18% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 6% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ამდენივე სხვა პარტიას.

NDI-ის კვლევის მიხედვით, იმ 61%-დან, რომელმაც თქვა, რომ ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა, ქართულ ოცნებას ხმას 24% მისცემდა, 7% – ენმ-ს, ამდენივე სხვა პარტიებს, 45% არცერთ პარტიას, 18%-მა კი არ იცის, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.

NDI კვლევის ამ ნაწილში აზუსტებს, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

“ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყებელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული”. – წერია ანგარიშში.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...