“რას არ მივცემდით, აცრილი რომ ვიყოთ…” – რეანიმაციაში მყოფი კოვიდპაციენტის სტატუსი

0
430

ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის თამუნა თანდაშვილი, რომელიც ოცი დღეა, კორონავირუსს ებრძვის, კლინიკიდან სტატუსს აქვეყნებს, სადაც იქაურ მდგომარეობას აღწერს და წერს, რომ ვინმეს კი არ მოუწოდებს, სთხოვს, სასწრაფოდ აიცრან. “რას არ მივცემდი, აცრილი რომ ვიყო”, – წერს ის.

“გთხოვთ, აიცრათ და აქ არ მოხვიდეთ”, – ასე ამთავრებს სტატუსს თამუნა თანდაშვილი.

“20 დღეა კორონას ვებრძვი: მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.
ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები, სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა

37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი- მამაო. ერთად ვცდილობთ გადარჩენას.

ვინ რა იცის ვინ ვიზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ,
სამივეს გვინდა სიცოცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!

სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაირი მშიშრები.

აცრილები რო ვიყოთ, ესე მძიმედ არ ვიქნებოდით. ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ესეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს.

არ მოგიწოდებთ, გთხოვთ რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ”, – წერს თანდაშვილი “ფეისბუქზე”.

წინა სტატია360 სული ცხვარი მეხის დაცემით მოკვდა – შემთხვევა აბულის მთაზე, სამცხე-ჯავახეთში
შემდეგი სტატია“აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ უნდა იყოს სხვისთვის” – ილია მეორის განცხადება.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური