მთავარისიახლეებიმედიცინალევან რატიანი: ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ

ლევან რატიანი: ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ

Published on

,,ომში ვართ, სადაც სიკვდილ-სიცოცხლეს ვუყურებთ თვალებში’ –  განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტვ პირველის ეთერში.

მან საზოგადოება ეპიდვითარების საგანგაშო შედეგებზ  ისაუბრა ედა საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.  .მანვე აღნიშნა, რომ   უწყვეტი ბრძოლის შედეგად საქართველოში მედპერსონალი გადაიღალა.

1 200 თანამშრომელი მყავს, იცით,  როგორი განცდა მაქვს? თითქმის ყველა ჩემი სტუდენტია, ვინც რეანიმაციაში მუშაობს. ის რომ დაინფიცირდეს, ის რომ აპარატზე გადავიდეს, მის დედას რა უნდა ვუთხრა. ამიტომ, გონს მოეგეთ სუყველა.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს მართვით სუნთქვაზე, ყველას გთხოვთ, ამოწურადი რესურსი გვაქვს ექიმებსაც დავიღალეთ ექიმებიც, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, მოსახლეობას მოვუწოდებ, რაც შეიძლება ფხიზლად იყვნენ. ჩვენ ომში ვართ ექიმები, ძალიან ძნელია როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გადადის აპარატზე და მერე კვდება. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, ამიტომ მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიცია ყველამ უნდა გადაყლაპოს, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად“, – ამბობს ლევან რატიანი.

ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა გიჭირს, გადადის აპარატზე და გიკვდება. სამწუხაროდ, ეს მომენტებიც გვაქვს. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, მედპერსონალსაც.’

,,ბოლო პერიოდში სამწუხაროდ,  როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გემოეტრიული პროგრესიით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე. ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე უნდა დავიცვათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ მართალია, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს მასიური ვაქცინაცია, მაგრამ პარალელურად უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცია. -თქვა ლევან რატიანმა

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...