მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს სოფელ სამებასთან ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს სოფელ სამებასთან ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

Published on

დღეს, 9 აგვისტოს, სოფელ სამებასთან დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველი მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 07:24 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა და მისი სიდიდე იყო 3.5 (ML) მაგნიტუდი.

ხოლო მეორე, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, 08:03 საათზე, კვლავ სოფელ სამებასთან მოხდა.

ამასთან ერთად, აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული ჯამში სოფელ სამებასთან მიწისძვრის 8 ფაქტი ფიქსირდება.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...