მთავარიUncategorizedმწერლების ნაწილი ემიჯნება თხოვნას წულუკიანისადმი ,,გაიტანოს ბორდი, ბორდელი''

მწერლების ნაწილი ემიჯნება თხოვნას წულუკიანისადმი ,,გაიტანოს ბორდი, ბორდელი”

Published on

მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით თეა წულუკიანისადმი გავრცელებული მიმართვა “ხელმომწერთა” ნაწილისთვის ცნობილი არ იყო. მათთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მათი ხელმოწერა მიმართვაზე, რომლის არსებობაზეც მედიიდან შეიტყვეს.

“ვინ აწერს ხელს არ ვიცი, ვინ წერს ამ წერილს არ ვიცი, შეიძლება რაღაც ისეთია, ზოგადად ვიღაცამ შეიძლება ჩემი პოზიცია, არ მინდა მათთან უხერხულად გამოვიდე, არ ვიცი მართლა რაზეა საუბარი, თვლიან, რომ მე მათ აზრს ვიზიარებ, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ რამე დაპირისპირებისა და თავს ვიკავებ ხოლმე ესეთი რაღაცეებისგან, სულ ამ კუთხით ჩრდილში ვარ”, – ამობს პოერი, ჯუბა ღებელი. 

მისი თქმით, მოვლენებს თვალს ადევნებს, მაგრამ არ უნდა რამე პოზიცია გამოხატოს და რომელიმე მხარე დაიჭიროს. მისი აზრით, მწერლობას ერთმანეთთან დაპირისპირება არანაირად არ ადგება.

მიმართვას უკვე გაემიჯნა ლერი ალიმონაკი, რომლის კომენტარს ზვიად კვარაცხელია ავრცელებს.

“გულმა ვერ მომითმინა და დავურეკე ლერი ალიმონაკს. ჩემთვის არავის შეუთანხმებია ეს წერილი და საერთოდ მიუღებელია ის სტილი და პათოსი, როგორც ეს ტექსტია შედგენილიო.

ვაქვეყნებ მისი ნებართვით”, – წერს ის.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...