მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟოლო ციხეში და იუსტიციის მინისტრი პარლამენტში

ჟოლო ციხეში და იუსტიციის მინისტრი პარლამენტში

Published on

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ციხეს დღეს ადმინისტრაცია მართავს და არა კრიმინალური სუბკულტურა. მინისტრი ამბობს, რომ გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ.

“რაც შეეხება ციხეებში არსებული 2012 წლამდე მდგომარეობას, ეს იხილა მთელმა მსოფლიომ. გლდანის ციხე, რომელიც იყო წამების სიმბოლო და არაადამიანური მოპყრობის, დღეს გლდანის ციხეში პატიმრები არიან დასაქმებულები, იღებენ შემოსავალს და მაგალითისათვის მოჰყავთ ჟოლო.

ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

ციხეებში “სამაგალითო” ვითარებაზე დღეს პრემიერმა თქვა, რომ ამ მხრივ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავეები ვართ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხეებში შექმნილია იერარქიული სისტემა, რომლის სათავეშიც მყოფ პატიმრებს პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერა აქვთ. ისინი სხვა პატიმრებს აშინებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საკუთარ პრობლემებზე არ ისაუბრონ

მინისტრი არ ეთანხმება სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს და ამბობს, რომ კრიმინალური სუბკულტურა ფართო ცნებაა და ეს ტერმინი დასაზუსტებელია

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...