ზუგდიდში სკოლის დირექტორების წინასაარჩევნო “ტერორი” დაიწყო – ბაჩანა შენგელია [Video]

0
632

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, აწ გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედამისის გარდაცვალების მაგალითი (ია კერზაიამ უარი თქვა წინასაარჩევნო აგიტაციაზე “ოცნების” სასარგებლოდ, რის შემდეგაც, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ნერვიულობის ფონზე, ინსულტი მიიღო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა) ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის.

განათლების რესურსსცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სკოლების არჩეული დირექტორებისთვის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, 54-დან 24 სკოლაში “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირები დანიშნა და უფლებამოსილება მხოლოდ იმ პირებს გაუგრძელა, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალობაშია შემჩნეული.

რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლების დირექტორები პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულან და ეს მიდგომა არასწორია, ხოლო ოპოზიციური პარტიები ერთობლივ რეაგირებასა და საკითხის პარლამენტში დაყენებას აპირებენ. “ლელო საქართველოსთვის” სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერის თამარ ბელქანიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა დირექტორების დანიშვნაზე მორატორიუმი უნდა მოითხოვონ, რათა “ჩვენი შვილების ღირებული განათლება გადარჩეს”.

წინა სტატიაIRI: კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს – ქართულ ოცნებას ხმას მისცემდა – 26%, ენმ – 14%, საქართველოსთვის – 9%
შემდეგი სტატიალაგოდეხში 14 წლის ბიჭს ეძებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური