ქართველი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადიდან მოხსნეს – მიზეზი დოპინგია

0
449

ქართველი სპორტსმენი, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე, ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანი ოლიმპიადას ჩამოაშორეს. დოპინგ-ტესტის შემდეგ დადგინდა, რომ მას წესდებით აკრძალული, ანაბოლიტური სტეროიდის შემცველი პრეპარატი ჰქონდა მიღებული.

ინფორმაცია დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოპინგ-კონტროლი 31 ივლისს ჩატარდა.

აბრამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებაში, რომელიც დღეს, 3 აგვისტოსაა დაგეგმილი, თუმცა, თავად სპორტსმენს აქვს უფლება, გადაწყვეტილება სპორტული საქმეების საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივროს.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ახლა ვართ პიკის ფაზაში და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური