მთავარიUncategorizedჩანაწერები არ არსებობს - თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერებზე

ჩანაწერები არ არსებობს – თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერებზე

Published on

ჩანაწერები არ არსებობს, „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“ – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს “მთავარ აქცენტებში” გაჟღერებულ ფარულ ჩანაწერებზე.

“თქვენ გახსოვთ, რომ ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც არ არის გასაკვირი, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებით ახდენს დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ. რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი „ფეიკ ნიუსი“, ვინაიდან სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს. ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღებიდან, რომ გადაცემა დაიწყო წინასწარი დაზღვევით, მან თქვა, მტკიცებულებებს და დეტალებს ნუ მომთხოვთ, რომ ეს მართლაც ხდებაო. როცა ასეთი განცხადებით იწყება ბრიფინგი, ეს ემსახურება სენსაციას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ, საავტორო გადაცემაში “მთავარი აქცენტები” სახელმწიფო სპეცსამსახურების ხელმძღვანელები დაადანაშაულა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მასობრივ მოსმენაში.

ნიკა გვარამიამ წაიკითხა ექსკლუზიურად მოპოვებული კრებსი, რომელიც უშიშროების თანამშრომლების მიერ, სავარაუდოდ, საგანგებოდ მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის.

გადაცემას გამოეხმაურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დაადასტურა, რომ საუბრის შინაარსი ნამდვილად ავთენტურია. კონკრეტულად, ჩანაწერს გამოეხმაურნენ გიორგი მშვენიერაძე, გურო იმნაძე და სხვები.

გადაცემის ლინკი იხილეთ აქ

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...