მთავარიUncategorizedსასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას არ გამოვრიცხავთ - განათლების სამინისტრო

სასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას არ გამოვრიცხავთ – განათლების სამინისტრო

Published on

2021-2022 სასწავლო წლის დისტანციურ ფორმატში დაწყებას არ გამორიცხავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნუნუ მიცკევიჩი, თუმცა მისთვის ვაქცინაციის ტემპი, სწავლის აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში განახლების იმედს იძლევა.

როგორც მიცკევიჩი განმარტავს, სამინისტრო ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესს, თუმცა უწყება, ვერ დაავალდებულებს მოქალაქეებს აცრას.

“ამ ეტაპზე ვაქცინაციის დღიურ მაჩვენებლებს, შესაბამისი უწყების სტატისტიკურ მაჩენებლებზე დაყრდნობით, იმედით ვუყურებთ. ვინც ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, არის ცალკე სიები შემდგარი, თუკი ისინი მოგვმართავენ, ჩვენ ვეხმარებით. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ვაქცინაციის პროცესს, რომ ეს იყოს გამართული და დღეს მაჩვენებლებით, ქვეყნის შიგნით, რასაკვირველია ეს გახლავთ განათლების სეგმენტის ბენეფიციარებიც, რომლებიც იცრებიან. იმედი გვაქვს, რომ სასწავლო წლის დასაწყისში იქნებიან ვაქცინირებულები – სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა პროცენტია, ამის ზუსტი მაჩვენებლების დასახელება გაგვიჭირდება. თუმცა ტემპი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის, სადაც (კიდევ ერთხელ ვადასტურებ) ჩართული არიან, მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, იმის იმედს გვაძლევს, განვიხილავთ, რომ სასწავლო წელი დაიწყოს (შენობებში)”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

კითხვას, შესაძლებელია, თუ არა, რომ საჭირო გახდეს დისტანციური სწავლება, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

“რასაკვირველია, არ გამორიცხავთ, აბსოლიტურად დამოკიდებულები ვართ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე ქვეყნის შიგნით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იცით, რომ ყველანაირი ელექტრონული რესურსი მომზადებულია, „ტელესკოლა“ გამართულია”.

წყარო: https://edu.aris.ge/news/ministris-moadgile-saswavlo-wlis-distanciurad-dawyebas-ar-gamovricxavt.html

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...