რა შემთხვევაში დაფიქრდება “ოცნება” კოალიციურ მმართველობაზე – კობახიძე პირობას აყენებს

0
211

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს “ოცნება” დამაჯერებლად მოიგებს და, მინიმუმ, 2017 წლის მაჩვენებლებს გაიმეორებს. ირაკლი კობახიძე იმ პირობებზეც საუბრობს, რა შემთხვევაში დაფიქრდება მმართველი პარტია კოალიციურ მმართველობაზე:

“სამომავლო ხედვას რაც შეეხება, ეს იქნება მთლიანად პოლიტიკური პარტიების ქცევებზე დამოკიდებული, თუ ისინი იმას გვაჩვენებენ, რომ მათ შეუძლიათ მოქმედება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მათ შეუძლიათ საკუთარი სუბიექტური და ხშირად მავნე ინტერესების გადადება, ამ შემთხვევაში ვიფიქრებთ კოალიციურ მმართველობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩამოთვლილი წინა თვეების განმავლობაში არ უჩვენებიათ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატია“ოცნების” მერობის კანდიდატები სამეგრელო-ზემო სვანეთში – სრული სია
შემდეგი სტატიამოღალატესთან კოალიცია გამორიცხულია – კობახიძე გახარიასა და მის პარტიაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური