,,შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მაგრამ…”- გია ვოლსკი

0
252

“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას და ამაზე უმწვავეს საერთაშორისო რეაქციას ემაურება.

,,შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მაგრამ არ შეიძლება ერთ მხარეს ჰქონდეს აღებული ჰქონდეს ვალდებულებები და მეორე მხარეს უყურებდე, როგორ ანგრევს ქვეყანას და დესტაბილიზაციის გეგმებს ალაგებს და ანვითარებს. ესა არის რეალობა, რაც შეიქმნა და ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა.

პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, საკითხები, რომლებიც არის შეთანხმებული, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ კონსტიტუციის ფორმატში, და არა იმ შეთანხმების რომელსაც მთავარი ოპონენტი არ უჭერს მხარს და დატოვა მის მონაწილედ მხოლოდ პარტიები, რომლებსაც 10%-ის წილი გააჩნიათ პოლიტიკურ ცხოვრებაში”- თქვა გია ვოლსკიმ

წინა სტატიალიპარტელიანმა რუსი ძიუდოისტი ვერ დაამარცხა და მედლის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატია30 ივლისიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში გამოიდარებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური