კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა

0
386

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია — კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი – საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც UNESCO-მ დაადასტურა.

ამ ნომინაციაზე მუშაობა 2019 წლიდან დავიწყეთ . აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკოსთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, — ამბობდდ ლევან დავთაშვილი

წინა სტატიადადასტურდა კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი
შემდეგი სტატიაგანიხილება ქორწილების, წვეულებებისა და სხვა დიდი თავშეყრების აკრძალვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური