სამართალდამცავების ცემისთვის ხობში 2 სპორტსმენი დააკავეს

0
251

ხობში მოჭიდავეებმა პოლციიელები სცემეს.პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულია ოთხი ადამიანი. ოთხიდან ორი მსოფლიო ჩემპიონია. მათ შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო პრიზიორი, ნუგზარ წურწუმია.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ხობის ცენტრში მოჭიდავეებს შორის დაიწყო, რა დროსაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ამ მოწოდებამ ერთ-ერთი სპორტსმენი, ზაზა დათეშაძე, გააღიზიანა, რა დროსაც პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია სიტუაციის განეიტრალებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. პოლიცია იძულებული შეიქმნა, დამატებითი ძალები გამოეძახა და მოჭიდავეები დაეკავებინა.

დაკავებულების ნაწილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, მეორე ნაწილს კი – წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას. ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას ხვალ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ და გაუშვებენ, ხოლო 2 მოჭიდავეს, ვარლამ კვარაცხელიას და ზაზა დათეშაძეს, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. სასამართლო მათი აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.

წინა სტატიაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები მესამე კენჭისყრითაც ვერ აირჩია
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური