ელენე ხოშტარია: დღეს ქვეყნის ჭაობიდან ამოსვლას ყველა რესურსის გაერთიანება ჭირდება

0
336

არჩევნებზე ოპოზიციის ერთობა მნიშვნელოვანია, რადგან ცალ-ცალკე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია.  – აცხადებს მოძრაობა დროას ლიდერი, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე,ელენე ხოშტარია მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, ივანიშვილის ამოცანა ოპოზიციის დაქსაქსვაა და ერთიანობა არის “ის რეცეპტი, რომელიც ამ ქვეყანას დიდ პრობლემას მოაცილებს”. თუმცა ხოშტარია აღნიშნავს, რომ ერთიანობა ერთ ხელში არ უნდა იყოს კონცენტრირებული.

“ეს სამართლიანად შეაშინებს ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა არაა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოცილება. ჩვენი ამოცანაა იმის თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყანას შევთავაზოთ პერსპექტივა და ეს მდგომარეობს ურთიერთბალანსში, ორთიერთკონტროლსა და მრავალფეროვნებაში”.-

მისივე თქმით, ენმ-ს, ევროპული საქართველოს, დროას და გირჩი- მეტი თავისუფლების საარჩევნოდ გაერთიანება არის სწორედ მესამე ძალა, რადგან “არ არსებობს არცერთი ძალა, რომელიც იქნება დომინანტი”. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამ გაერთიანების კარი ღიაა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეუძლიათ შემოერთება.

“წინასწარვე ვამბობთ, რომ ეს არის კოალიცია და რა არის კიდევ მნიშვნელოვანი. მე ვარ დროას ლიდერი და გავდივარ ამ სიით, მაგრამ მაჟორიტარები გვეყოლება ბევრი სხვადასხვა პარტიიდან. მაგალითად, გირჩი, ევროპული საქართველო და მე ვისურვებდი, რომ ყველა დანარჩენი პარტია, იმიტომ კი არა, რომ რაღაცას ვვაჭრობდეთ ან ვინაწილებდეთ, არამედ  იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოსვლას და განვითარებას სჭირდება ყველას რესურსი.

ლელოში არის უზარმაზარი რესურსი, ცოდნა, ვაშაძესთან, სხვადასხვა პარტიებში. ჩვენ ვხედავთ ჩვენს გასვლას კი არა ძალაუფლებაში, ჩვენ შევქმენით ჩარჩო, სივრცე, სადაც აბსოლუტურად ყველა პარტიას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა და რაც მეტი მიიღებს, მეტი სიკეთე იქნება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მეტად გავაკონტროლებთ ერთმანეთს”.- ამბობს ელენე ხოშტარია.

პროდასავლური ოპოზიციის დიდ ნაწილს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები ეყოლებათ. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება,  საკრებულოს თავმჯდომარეობისა – ელენე ხოშტარია,  ხოლო თბილისის ვიცემერი ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლებასმ ლიდერი

წინა სტატია“ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოქდაუნია გამოსავალი- ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიანიკა მელიას, როგორც თბილისის მერის, 3 მთავარი პრიორიტეტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური