მთავარისიახლეებიმედიცინამედიკამენტ ტოცილიზუმაბის ფასი 5000 ლარია - ,,არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ,...

მედიკამენტ ტოცილიზუმაბის ფასი 5000 ლარია – ,,არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”

Published on

ექიმები ციტოკინურ შტორმზე, როგორც  COVID-19-ის ერთ-ერთ უმძიმეს გართულებაზე და საქართველოს კლინიკებში შექმნილ მის  დეფიციტზე ალაპარაკედნენ.როფორც ირკვევა, გართულებულ შემთხვევებში მის გარეშე სიცოცხლის გადარჩენა ვერ ხერხდება და ოჯახები იძულებული არიან თავად შეიძინონ იგი. არადა მისი ფასი 5000 ლარია.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი,  ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ პაციენტის გადასარჩენად კლინიკამ მის ოჯახს მიმართა მედიკამენტ ტოცილიზუმაბის შესაძენად

,,არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”. არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა, ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!”.- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვის პოსტს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გამოეხმაურა, მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს. ამიტომ  მოუწოდებს კლინიკებს, ასეთ შემთხვევებში სამინისტროს მიმართონ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნამდვილად არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დავალება მივცეთ პაციენტის ოჯახს და მან მოიტანოს ეს წამალი. კლინიკებს მინდა მოვუწოდო, რომ ტოცილიზუმაბთან თუ რაიმე შეკითხვები ექნებათ, ჯერ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ვიდრე პაციენტს სთხოვენ მედიკამენტის მოტანას აფთიაქიდან”. –თქვა თამარ გაბუნიამ.

 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...