გიორგი გახარია: ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ – ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება

0
319

გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან ალიანსს არ აპირებს და არჩევნებზე, მათ შორის თბილსშიც თავის კანდიდატებს წარადგენს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის დასახელდება ეს კანდიდატები.

“როდესაც თბილისის მერობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს”, — განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი თავად, გახარია არ პასუხობს და ამბობს, რომ “არანაირ სახელს და გვარს არ დაასახელებს”.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი აჩი არველაძე იყოს.

წინა სტატიათბილისში მოქალაქის ძარცვისა და წამების ბრალდებით დაკავებულია 6 პირი
შემდეგი სტატიარუსთავში მე-9 სართულიდან 80 წელს გადაცილებული კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური