მთავარისიახლეებიმედიცინა4 750 პირს Pfizer-ზე ჯავშანი არ დაუდასტურდა, დღეს და ხვალ ეს...

4 750 პირს Pfizer-ზე ჯავშანი არ დაუდასტურდა, დღეს და ხვალ ეს ადგილები პორტალზე დაემატება

Published on

4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერ არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები პორტალზე. ასე რომ, რეალურად, 5 000-მდე ჯავშანი არ შედგა და, ბუნებრივია, ეს ადგილები დაემატება პორტალს.

მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ უახლოეს პერიოდში, დღესაც გამოვაცხადებთ, ხვალაც გამოვაცხადებთ ადგილების დამატებას და შეუძლიათ, კიდევ დარეგისტრირდნენ.

დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს, მათ შორის, ის 4 750 ადგილი, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია არ დადასტურდა. ამ 4 750 გაუქმებულ ჯავშანს უკავშირდება ისეთი მიზეზები, როგორიცაა ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობა ან უკვე ორჯერ აცრილი პირი, იმის გამო რომ შეემოწმებინა საიტი, როგორ მუშაობდა – შეიყვანა მისი მონაცემები და დაიკავა ერთი ადგილი.

შევსება უპირატესად იგეგმება თბილისში, რადგან თბილისში არის ყველაზე დიდი მოთხოვნა.- თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...