26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში შესვლას ვერ შეძლებენ

0
302

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას. ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოში გამგზავრება ისრაელიდან ნებადართული აღარ იქნება.

“აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და, საქართველოში ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება ან მოიხსნება”. – აცხადებს ისრაელში საქართველოს საელჩო.

წინა სტატია4 750 პირს Pfizer-ზე ჯავშანი არ დაუდასტურდა, დღეს და ხვალ ეს ადგილები პორტალზე დაემატება
შემდეგი სტატიამედიკამენტ ტოცილიზუმაბის ფასი 5000 ლარია – ,,არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური