პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ აირჩია.

0
258

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ აირჩია. კანდიდატებმა პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა კვლავ ვერ მიიღეს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა 4-მა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა მაშინაც საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

საარჩევნო კოდექსის ახალი ცვლილებით, თითოეული მათგანის დასამტკიცებლად ხმების 2/3, ანუ, სულ მცირე, 100 ხმაა საჭირო, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის გარეშე ვერ აგროვებს.

 

წინა სტატიამედიის წარმომადგენლებმა აივნიდან ისევ ბანერები გადმოკიდეს
შემდეგი სტატიასამეგრელოში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 61 წლის მამაკაცი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური