გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები! – აქცია-პერფორმანსი კანცელარიის კედელზე

0
364

გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები! – მოძრაობა “დროამ” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართა და გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო, წარწერით – “გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები!” კედელზე მიანათა.

“დღევანდელი დღის მერე განსაკუთრებით, როდესაც ეს მოძალადეები შეიკრიბნენ და იგივე გაიმეორეს, ვითომ ტელევიზიები პრობლემაა ამ ქვეყანაში, დახიეს ლექსოს ფოტო და ა.შ. ვერაფრით ვერ დამთავრდებოდა ეს დღე ისე, რომ ამ შენობის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ დიახ, მათ აჩრდილივით სულ თან დაყვებათ ლექსოს ფოტო და მოთხოვნები, რომ გადადგნენ და დაისაჯონ”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, სანამ შედეგს არ მიაღწევენ, მანამდე ხელისუფლებას ყველგან დახვდება მსგავსი აქციები.

წინა სტატიაგია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია
შემდეგი სტატიასაზარელი მკვლელობა მარნეულში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური