უკრაინის პრეზიდენტი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება

0
370

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმე ლაშა დარსალიამ აღნიშნა.

მისივე თქმით, ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ.

„საქართველოს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. ის ჩამოსვლისთანავე გაემგზავრება პირველ რიგში, ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთნაირი ტიპის გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ“, – განაცხადა დარსალიამ.

უკრაინის პრეზიდენტი  უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

 

წინა სტატიაგერმანიაში მცხოვრები ქართველების საპროტესტო მსვლელობა ბერლინში
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური