შარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება

0
238

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება.

შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მისვლისას პრემიერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მას მიმართეს კითხვით, როდის აპირებდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას.

ინფორმაციისთვის, შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

წინა სტატიაუკრაინის პრეზიდენტი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება
შემდეგი სტატიავლადიმერ ზელენსკი ხურჩაშია. იგი საოკუპაციო ხაზთან მივიდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური