მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელს საქართველო 23 ივლისიდან წითელი ქვეყნების სიაში შეაქვს

ისრაელს საქართველო 23 ივლისიდან წითელი ქვეყნების სიაში შეაქვს

Published on

ისრაელის ახალი კოვიდრეგულაციების მიხედვით, საქართველო 23 ივლისიდან წითელი ქვეყნების სიაში  გადაინაცვლებს.

დელტა შტამის მსოფლიოს ფარგლებში ზრდასთან დაკავშირებით ისრაელმა ბოლო დღეებში ახალი რეგულაციები მიიღო, რომელთა მიხედვითაც, ყველას, მათ შორის მათ, ვინც სრულად ვაქცინირებულია ან Covid-19-ის გადატანის შედეგად ანტისხეულები აქვს გამომუშავებული, უცხო ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ, მინიმუმ ერთდღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ისინი კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იზოლაციისგან უფრო მალე გათავისუფლდებიან.

თუმცა არის ე.წ. “წითელი” ქვეყნების სია, საიდანაც დაბრუნებულებს ერთკვირიან თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა, მათ შორის სრულად ვაქცინირებულებსა და Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ხალხსაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი კოვიდტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს. ამ სიაში არის საქართველოც.

16 ივლისისთვის ისრაელის წითელი ქვეყნების სიაში 15 ქვეყანა იყო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა და ტუნისი. ისრაელის თქმით, ამ ქვეყნებში Covid-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.

მომდევნო პარასკევიდან, 23 ივლისიდან ჩამონათვალს დაემატებიან შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.

ასევე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ 23 ივლისიდან გავრცელების საგანგაშო მაჩვენებლის, და არა უბრალოდ მაღალი მაჩვენებლის, ქვეყნების სიას დაემატებიან ესპანეთი და ყირგიზეთი. ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.

ამჟამად ქვეყნები, რომლებთანაც ისრაელს ფრენები შეწყვეტილი აქვს და საკუთარ მოქალაქეებს შესვლას უკრძალავს, არის: უზბეკეთი, არგენტინა, ბელარუსი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, მექსიკა და რუსეთი. ამ ქვეყნებში მოგზაურობაზე ისრაელის მთავრობას დაახლოებით $1 500 ოდენობის ჯარიმა აქვს დაწესებული.

ამ ორის სიის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები ისრაელში ერთდღიან თვითიზოლაციას გაივლიან. თუკი მათი კოვიდტესტების პასუხი უფრო მალე იქნება ცხადი, მაშინ მათი იზოლაციის ვადა კიდევ უფრო შემცირდება.

გასულ თვეში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს ხელი მოაწერინა ანკეტებზე, რომ ისინი არ იმოგზაურებდნენ წითელ სიაში მყოფ ქვეყნებში.

ისრაელმა რეგულაციების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში იმატა დელტა შტამის ვარიანტის გავრცელებამ.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...