ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და შესაბამისად, არც ჩაშლილა

0
216

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.

„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო.

„ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა“,- წერს კინზინგერი.
კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.

წინა სტატიანანა ალექსანდრია: ლექსო ლაშქარავასა და ქართველ დუგინებზე
შემდეგი სტატიააქცენტებს დავსვამთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა რადიკალიზაციისათვის ეკისრება ხელისუფლებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური