გერმანიაში მცხოვრები ქართველების საპროტესტო მსვლელობა ბერლინში

0
262

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ბერლინში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

მსვლელობა საქართველოს საელჩოდან, ბრანდენბურგის ჭიშკრამდე, გერმანიაში ევროკავშირის წარმომადგენლობამდე გაიმართა. აქციის ორგანიზატორები უერთდებიან თბილისში მიმდინარე პროტესტს და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

“Georgian Movement in Germany აგრძელებს აქციებს ბერლინში. ჩვენ ვუერთდებით და ვიზიარებთ თბილისში მიმდინარე აქციების სულისკვეთებას და მოთხოვნებს.

დაისაჯონ ლექსოს მკვლელობასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები!

გადადგეს და დაისაჯოს ძალადობის წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი!

გაუქმდეს საპატრიაქოსთან დადებული კონკორდატი და ეკლესიას შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება!

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროსტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას და საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ევროკავშირს რეაგირების გარეშე არ დატოვოს საქართველოს მთავრობის გამიზნული სვლა დიქტატურისკენ!

მკაცრი პასუხი გასცეს საქართველოში მთავრობის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას!

მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.!” – აცხადებენ  აქციის ორგანიზატორები.

წინა სტატიადარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური