დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას

0
218

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დროს მისი ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტის ხელმოწერასა და აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ხელისუფლების მიმართ ზეწოლის გამოყენების ბერკეტებს.

“ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე – ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება, პირობითობის პრინციპის დაცვით შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა, მათ შორის, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

წინა სტატიაპრეზიდენტ მიშელის ჩართულობა აიძულებს ქართულ ოცნებას შეასრულოს ყველა პირობა
შემდეგი სტატიაგერმანიაში მცხოვრები ქართველების საპროტესტო მსვლელობა ბერლინში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური