აქცენტებს დავსვამთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა რადიკალიზაციისათვის ეკისრება ხელისუფლებას

0
210

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება.

„19 აპრილის შეთანხმების მთავარი მიზანი და სულისკვეთება, როგორც ამ შეთანხმების პრეამბულა გვეუბნება ნათლად და ცალსახად, არის პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამი თვის თავზე სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ხარისხი არ არის შემცირებული.

უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ასევ ვნახეთ, რომ უმნიშვნელოვანესი პუნქტების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას ეხება და რომელიც ეროვნული მნიშვნელობის, ზეპარტიული საკითხია, შეთანხმება არ სრულდება. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე მოხდება აქცენტების დასმა. დანარჩენს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრის დაწყებამდე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” მიიღებს მონაწილეობას

წინა სტატიაღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და შესაბამისად, არც ჩაშლილა
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური