ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ბათუმის აეროპორტში მდუმარე აქციის დახვდნენ

0
405

ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ბათუმის აეროპორტში მდუმარე აქციის დახვდნენ.

ჟურნალისტებს ბანერები ჰქონდათ მიტანილი წარწერებით: “ლექsosთვის”, “მედია თავდასხმის ობიექტია”.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველას შეახსენებენ, თუ როგორ პირობებში მუშაობენ საქართველოში ჟურნალისტები და იბრძოლებენ მანამ, სანამ პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.

„ლექსო მოკლეს და მერე გააყალბეს, შავი პიარი აუგორეს. ვნახულობთ, როგორ აქტიურად ცდილობს სახელისუფლებლო ძალები, ეს პროტესტი შეფუთოს, თითქოს ვმანიპულირებთ. სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ ამას ვისმენთ.

ყველას შევახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს დევნიან, კლავენ და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დაისჯებიან მოძალადეები და სანამ არ აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შესაბამისი პირები”, – ამბობს ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია.

წინა სტატიასპეცოპერაცია ფონიჭალაში – არიან დაკავებულებიც
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი საქართველოშია – ჟურნალისტები მას აეროპორტში მდუმარე აქციით დახვდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური