ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პირველი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა [Video]

0
267

ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პირველი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პროფესორ ნანა დიხამინჯიას საჯარო ლექცია თემაზე: „მომავლის პროფესიები”, ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერმა ავთანდილ მღებრიშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე: „სამგანზომილებიანი მოდელირება”. მონაწილეები ასევე შეხვდნენ ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში ამერიკიდან ჩაერთო კომპანია ეფლის ტექნოლოგიური ლიდერი მიხეილ წიკლაური. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით 6 თვეა დაიწყო პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან 2 ზუგდიდის, ხოლო 1 სოფელ რუხის საჯარო სკოლაა, სადაც მოსწავლეები პროგრამირების საწყისებს სწავლობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონალური შეჯიბრებები, სადაც სამეგრელოს სახელით აღნიშნული სკოლები მიიღებენ მონაწილეობას.

წინა სტატია,,აღმოაჩინე აფხაზეთი” – კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში ღონისძიებები გაიმართა [Video]
შემდეგი სტატიაკოვიდინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური