მთავარისიახლეები#ლექSOSთვის - მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქცია ზუგდიდში

#ლექSOSთვის – მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქცია ზუგდიდში [Video]

Published on

თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართეს ზუგდიდში, სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებმა. #ლექsosთვის აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ, ვინც 5 ივლისის მოვლენებში მონაწილეობდა და მედიას სასტიკად გაუსწორდა, ასევე ჟურნალისტების თქმით, მომხდრაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ სტრუქტურამ თუ პოლიტიკურმა პირმა, ვინც ძალადობა წაახალისა და მას ხელი არ შეუშალა.
გადადგეს პრემიერი და დაისაჯონ მოძალადეები!- ამ მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე დღეს მედიის წარმომადგენლები ისევ შეიკრიბნენ. ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნაა ქართულმა ოცნებამ აიღოს პასუხისმგებლობა 5 ივლისის მოვლენებზე, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური და ასევე დაისაჯონ ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავას მკვლელები.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...