“იმედგაცრუებული ვარ” – კელი დეგნანი ღარიბაშვილის ბოიკოტზე

0
408

იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული – ამბობს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე, არ მიეწვია კრიტიკული მედია დღევანდელ ღონისძიებაზე.

დეგნანი ამბობს, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსახლეობას სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.

“მედია თავისუფლება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ყველა მედია საშუალებისგან. იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული”, – თქვა კელი დეგნანმა.

უმრავლესობის დეპუტატების შემდეგ “მთავარ არხს”, “ტვ პირველსა” და “ფორმულას” უკვე ირაკლი ღარიბაშვილი გაებუტა და ღონისძიებაზე არ მიიწვია

წინა სტატია#ლექSOSთვის – მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქცია ზუგდიდში [Video]
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ფონიჭალაში – არიან დაკავებულებიც
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური