სენატორი კარდინი: მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა ქართული ოცნების ლიდერების მიერ იყო წახალისებული

0
367

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ 5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, ქართული ოცნების ლიდერების მიერ იყო წახალისებული. კარდინი, ასევე, სამარცხვინოს უწოდებს მმართველი ლიდერების მცდელობას მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია.

“ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ”, — აცხადებს სენატორი.

კარდინი მოუწოდებს მათი დასჯისკენ ლაშქარავას გარდაცვალებაზეა პასუხისმგებელი.

“5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო ქართული ოცნების ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ”, — ამბობს ის.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.

წინა სტატიაფასები ზოგიერთი სახეობის პურზე 10-15 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატია“მაესტროს” ჟურნალისტები არხის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური