ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეწუხებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით

0
249
epa08838971 (FILE) - Then Deputy National Security Advisor Tony Blinken responds to a question on Syria from the news media during the daily breifing at the White House in Washington, DC, USA, 09 September 2013 (reissued 24 November 2020). Tony Blinken is expected to serve as US Secretary of State in the Biden administration. EPA-EFE/SHAWN THEW

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა. ენტონი ბლინკენი წერს, რომ შეერთებული შტატები შეწუხებულია მომხდარი ფაქტით, რომელიც წინააღმდეგობაშია 19 აპრილის შეთანხმებასთან.

„შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცებით. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ტვიტერში“.

საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნას 15 ივლისს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. განცხადების თანახმად, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ სასამართლოში „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ შეეჩერებინათ მანამ, სანამ „სასამართლოს ამბიციური რეფორმა“ არ განხორციელდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის გზით.

წინა სტატია“მაესტროს” ჟურნალისტები არხის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ
შემდეგი სტატიასასწავლო ცენტრ „განთიადს“ აშშ-ში მოღვაწე ამერიკელ მასწავლებელთა ჯგუფი სტუმრობდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური