“მაესტროს” ჟურნალისტები არხის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ

0
348

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები არხის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, რომლის თანახმადაც მათ კითხვები უჩნდებათ არა მხოლოდ დირექტორის ვაკო ავალიანის წასვლის, არამედ მის ნაცვლად გია გაჩეჩილაძის [უცნობის] დაბრუნების გამოც.

“მაესტროს” ჟურნალისტების განცხადება წამყვანმა ტელევიზიის ეთერში წაიკითხა.

“ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეკითხვები არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით და დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა. თუნდაც, რა იგულისხმება პრიორიტეტების ცვლილებაში. ჩვენ, “მაესტროს” გუნდს, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.

გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება. ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითხვებზე არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან. იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას და გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით”, – ნათქვამია “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, “მაესტროს” აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა “მაესტროს” დატოვების შესახებ პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელა. წასვლის მიზეზად ის ტელევიზიაში მიმდინარე ცვლილებებს ასახელებს. “არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე [“უცნობი”], არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია”, – წერს ის.

წინა სტატიასენატორი კარდინი: მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა ქართული ოცნების ლიდერების მიერ იყო წახალისებული
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეწუხებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური