ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერა

0
276

ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერა. ეკრანზე ჩნდება წარწერა: “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!”, ამის შემდეგ კი იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 5 და 6 ივლისს დაშავდნენ. სიის დასრულების შემდეგ, წარწერები ხელახლა გამოდის.

მედია უკვე მეოთხე დღეა ითხოვს ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მთავრობის პასუხისმგებლობა დადგეს.

#ლექSOSთვის — აწერია მეცხრე ტალღის, ოდიშის, გურია TV-ს, TOK TV-ს, აგროგარემოს, TV/25-ს, მეცხრე არხის, თანამგზავრის, TV 4, ტელეკომპანია რიონის, ტელეკომპანია თრიალეთის, იმერვიზიას, მეგა TV-ს, ბორჯომი TV-ს, Artarea.tv და სხვა რეგიონული არხების ეთერს. მაუწყებლობა თიშავენ რადიო ათინათი, რადიო სამხრეთის კარიბჭე FM97.5, რადიო აჭარა FM104.5 და რადიო მწვანე ტალღა.

პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს ინფორმაცია გაავრცელა, რომ შუალედური ექსპერტიზით, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყო.

წინა სტატიაEU: ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარყოფითად იმოქმედებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ამ ეტაპზე, საქართველოში შემოსულია Pfizer-ის 28 000 დოზა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური