მთავარისიახლეებიმედიცინაგამყრელიძე: ამ ეტაპზე, საქართველოში შემოსულია Pfizer-ის 28 000 დოზა

გამყრელიძე: ამ ეტაპზე, საქართველოში შემოსულია Pfizer-ის 28 000 დოზა

Published on

,,ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად. 14 000 და 14 000, მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ, გარანტირებულად ყველა ადამიანს რომ შეხვდეს, პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, იქნება მათთვის გარანტირებული.

ჯავშნები იქნება 18 წლიდან ზემოთ, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, ასაკი დაიწევა Pfizer-ზე, როგორც არის ინსტრუქციით 16 წლის ზემოთ, ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და მეორე პარტია რომ შემოვა Pfizer-ის ქვეყანაში, იქ უკვე იქნება 16 წლის ზემოთ, ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია დღეს, 15:00-დან დაიწყება.P უშუალოდ აცრის პროცესი კი – 16 ივლისიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ კლინიკებში:

„ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“;
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“;
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“;
„ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“;
ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;
ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“;
ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე “ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია – 144-3-ზე.

ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

საქართველო Pfizer-ის ვაქცინას რამდენიმე თვეა ელოდება. ამ დრომდე ქვეყანას მხოლოდ 29 500 დოზა ჰქონდა მიღებული, რაც 14 750 ადამიანის საკმარისი დოზაა.

13 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი. აცრების დიდი ნაწილი ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და “სინოვაკით” არის გაკეთებული.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...