“ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, მათ შორის, სანქციები. სანამ დავაწესებთ, მანამდე სანქციებზე არაფერს ვამბობთ, მაგრამ ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტ დემნა დევდარიანის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე. სანქციები ერთ-ერთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე არაფერს ვამბობთ მის დაწესებამდე, მაგრამ ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით.” – თქვა ნედ პრაისმა.
ნედ პრაისმა საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც გააჟღერა კონკრეტული გზავნილები:
“ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და მათ სამართალდამცველებს პასუხისმგებლობას დაიცვან ყველას კონსტიტუციურ უფლებები, შევახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები, პრესის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა ქართველს, ქართველ თანამდებობის პირს საჯაროდ დაგმონ ამ სახის ძალადობა, რომლის ადგილიც არ არის დემოკრატიაში.
ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ამაყად ვმუშაობთ ლგბტქ+ უფლებებისთვის, რათა ლგბტქ+ ადამიანები დაცული იყვნენ ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან. ჩვენ ვისწრაფვით გავაძლიეროთ ადგილობრივი ლგბტ+ მოძრაობები. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ+ თემზე და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უხეშ ძალადობას გარდაცვლილ ჟურნალისტზე.
რაც შეეხება პრემიერმინისტრს და მის მომავალს, ეს, რა თქმა უნდა, არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება.”- თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.