ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე, რომელიც 12 ივლისს საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გათავისუფლდა

0
243

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, რომელიც გუშინ, 12 ივლისს, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს, გათავისუფლდა.

აბსანძე წერს, რომ პოლიციელებმა ხელი მოტეხეს.

“მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ. თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.

p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი”. – წერს ჟურნალისტი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან. თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტ*კი გაქვს”. – ასე გამოხმაურა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს.ჟურნალისტს, როგორც ჩანს, სწორედ ამსიტყვებისთვის აგებინეს პასუხი.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

წინა სტატიამე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე, რაც მოხდა, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა
შემდეგი სტატიამოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი სეტყვა და ქარი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური