ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვეს

0
232

მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგის მსვლელობისას ჟურნალისტები ტრიბუნასთან გავიდნენ. მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს და ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს, ასევე, მოითხოვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

“დღეს ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას კრძალავენ, არავის არ აქვს მორალური უფლება დღეს აქ იდგეს. […] თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერმინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რა საკვირველია, უნდა დაისაჯონ”, — თქვა ტელეკომპანია ფორმულას რეპორტიორმა.

ჟურნალისტებს შეუერთდნენ ოპერატორებიც, გამოსვლის შემდეგ კი ფოტოები ტრიბუნასთან დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატა სამძიმარი, მანამდე კი, სანამ საუბარს შეაწყვეტინებდნენ, კორონავირუსის სტატისტიკაზე აწვდიდა მედიას ინფორმაციას.

ამის შემდეგ ბრიფინგი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

წინა სტატიასაპატრიარქო 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს – ჯაღმაიძე
შემდეგი სტატიაქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება — დავით გამყრელიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური