მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და პრემიერმინისტრის...

ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვეს

Published on

მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგის მსვლელობისას ჟურნალისტები ტრიბუნასთან გავიდნენ. მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს და ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს, ასევე, მოითხოვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

“დღეს ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას კრძალავენ, არავის არ აქვს მორალური უფლება დღეს აქ იდგეს. […] თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერმინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რა საკვირველია, უნდა დაისაჯონ”, — თქვა ტელეკომპანია ფორმულას რეპორტიორმა.

ჟურნალისტებს შეუერთდნენ ოპერატორებიც, გამოსვლის შემდეგ კი ფოტოები ტრიბუნასთან დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატა სამძიმარი, მანამდე კი, სანამ საუბარს შეაწყვეტინებდნენ, კორონავირუსის სტატისტიკაზე აწვდიდა მედიას ინფორმაციას.

ამის შემდეგ ბრიფინგი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...