ტკივილები მაქვს თავის არეში, ჰემატომა ტვინში – “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

0
477

ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც 5 ივლისს სცემეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც მან გადაცემა 360 გრადუსში თქვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

“სიტუაცია სტაბილურია, სტაბილურად მძიმე. ტკივილები მაქვს თავის არეში, ჰემატომა ტვინში და ეს სიტუაციაა”, – აღნიშნა ნიკოლიშვილმა.

მისივე თქმით, ცემის ეპიზოდი არ ახსოვს. როდის გამოჯანმრთელდება სრულად, ჯერ არ იცის:

“ინფორმაცია მაქვს, რომ დაკავებულია სამი პირი ამ საქმეზე. მათი ამოცნობა ჩემთვის შეუძლებელია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო ჩემს ნაწილში, არამედ ნებისმიერ ნაწილში თითოეული ჩემს კოლეგაზე მოძალადე იქნება სამართლის ფარგლებში უმკაცრესად დასჯილი”.

5 ივლისს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს დაესხნენ თავს. პოლიციამ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

გიორგი ნიკოლიშვილს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა.

ძალადობრივი კონტრაქციის დროს 53 მედიამუშაკი დაშავდა. TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.

წინა სტატიასირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს- გიგა ოთხოზორიას დედა
შემდეგი სტატიაექსპერტი: [ლექსოს] სისხლში აღმოჩენილ პრეპარატებს არ შეეძლო სიკვდილის გამოწვევა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური