სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს- გიგა ოთხოზორიას დედა

0
487

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და მოძალადეებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ “ვაი პატრიოტებს” რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს. მეცოდება თქვენი შვილებიც… ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო”, – წერს გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია

წინა სტატიალექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს
შემდეგი სტატიატკივილები მაქვს თავის არეში, ჰემატომა ტვინში – “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური