მთავარისიახლეებიმედიცინაქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება — დავით გამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება — დავით გამყრელიძე

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი უარესდება და შესაძლოა მძიმე მე-4 ტალღაში შევიდეთ. NCDC-ის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“25-26 ივლისიდან მაჩვენებლებმა ზესვლა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. ანუ, უფრო მეტი ინტენსივობით ცირკულირებს. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რაც შეიძლება მეტი გადავავადოთ და შევაკავოთ მე-4 ტალღის ქვეყანაში განვითარება. ამისთვის უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უფრო გავაფართოვოთ ტესტირება და ადრეული გამოვლენა შესაბამისად, იზოლირება ინფიცირებული ადამიანების”, — განაცხადა გამყრელიძემ.

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, კოვიდვითარება ქვეყანაში ძალიან მძიმეა და განსაკუთრებულ რისკებს აყენებს.

“გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა უკვე 1 800-ს შემთხვევას აღემატება. ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. აქვე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული 2-3 დღის განმავლობაში პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს”, — განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმი, თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მე-2, მე-3 ტალღის განმავლობაში პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია.

“ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება”, — აღნიშნა მან.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...