ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს

0
258

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. სასაფლაომდე ის სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა მიაცილეს.

ლექსო ლაშქარავა საკუთარი სახლიდან ტაშით გამოაცილეს, ოპერატორებმა მას საპატიო, დახრილი კამერების კორიდორი გაუკეთეს. ლაშქარავას ცხედარს გაბმული ტაშითა და სიგნალებით მიაცილებდნენ, მოქალაქეები პროცესს ტაშით უერთდებოდნენ აივნებიდანაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაშქარავას ოჯახში მისასამძიმრებლად არ მისულა ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი. ოჯახს თანადგომა მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.

წინა სტატია31 წლის ზუგდიდელი ნათია როგავას სახელობის პირველი სტიპენდია დღეს შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტს გადაეცა [Video]
შემდეგი სტატიასირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს- გიგა ოთხოზორიას დედა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური