მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.

Published on

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გადაწყვიტა შეეფასებინა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.

“ჩემი შეფასება, ზოგადად, ამ დღეების განმავლობაში, როგორ განვითარდა მოვლენები: ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის მტკიცებით, 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სცადეს გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნებისთვის.

“ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ, ამ ადამიანის ტრაგედია, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას?!

პრემიერმინისტრმა სამთავრობო ტრიბუნიდან გააკრიტიკა ყველა, ვინც მომხდარი ძალადობის გამო პატრიარქის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა.

“ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. გუშინ აგრესიული გამომსვლელები ითხოვნდენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ.”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...