ჩვენი სტუდიები გადმოვა რუსთაველზე, უნდა გადადგეს ღარიბაშვილი – ჟურნალისტები რუსთაველზე იკრიბებიან

0
384

სანამ ღარიბაშვილი არ გადადგება, პროტესტს არ შევწყვეტთ – ასეთია “ტვ პირველის” ჟურნალისტების პოზიცია, რომლებიც მოქალაქეებს და კოლეგებს პარლამენტის წინ დღესაც ელოდებიან.

“პირველების” პოლიტიკური თოქ-შოუების ხელმძღვანელი, ინგა გრიგოლია, აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მთავარ მოთხოვნად რჩება.

უნდა დაისაჯონ მოძალადეები, რომლებმაც სპეცოპერაცია მოუწყვეს მედიას. დღეს რომ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, კომიკური კაცი და თურმე შეთქმულებას ვგეგმავდით სახელმწიფოს წინააღმდეგ და თურმე ჩვენი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია, ან დაასაბუთოს (ეს ბრალდება) და იმოქმედოს. თუ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმს ვგეგმავდით, ესე იგი, დამნაშავეები ვართ და გვაგებინოს პასუხი.

სანამ არ გადადგება ღარიბაშვილი, პროტესტს გავაგრძელებთ. ღარიბაშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა პირს, ვინც მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა. რა სიბინძურეები არ უნდა უგორონ ჩვენს კოლეგას, არაფერი გამოგივათ, ხალხო. მედია გამოიყვანეთ ქუჩაში. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ საპროცესო მიტინგზე პოლიტიკურ მოთხოვნებს დავაყენებდი. იმის ნაცვლად, რომ ახლა ტელევიზიაში ვიყო და გადაცემებზე ვმუშაობდე, ვზივარ პარლამენტის კიბეებზე. არ შევალ სტუდიაში, ჩვენი სტუდიები გადმოვა აქ”- თქვა გრიგოლიამ.

წინა სტატიაპატარა გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება ჭირდება
შემდეგი სტატიანაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობენ – ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური