მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან მიხეილ სააკაშვილი დგას - ირაკლი ღარიბაშვილი

ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან მიხეილ სააკაშვილი დგას – ირაკლი ღარიბაშვილი

Published on

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ “რევანშისტული ძალა” დგას, როგორც პრაიდის, ისე მოძალადეების უკან.

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა სააკაშვილს დააბრალა “მასშტაბური პროვოკაციის” მოწყობა და თქვა , რომ ის მართავს მოძრაობა “სირცხვილიას“, რომელიც პრაიდის თანაორგანიზატორია.

“5 ივლისს ვთქვი, რომ იგეგმებოდა მასშტაბური პროვოკაცია. მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას. ესაა ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა, რა კავშირი გქონდა ლგბტ თემსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სააკაშვილთან მაშინ, როცა განვმარტე, რომ ამის თანაორგანიზატორი იყო “სირცხვილია”, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის მიერ. ესაა დადასტურებული ფაქტი”, – თქვა მან და რუსთაველის გამზირზე ლგბტ თემის უფლებების დაცვისთვის დაგეგმილ ღირსების მარშს “აღლუმი” უწოდა.

მანვე განავითარა კიდევ ერთი ვერსია, რომ ძალადობრივი ფაქტები “ერთი ადამიანისა და რევანშისტული ძალის ინტერესებშია”.

“ეს ძალადობრივი ფატები არ იყო, არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში. ეს იყო ერთი ადამიანის ერთი პოლიტიკური, რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, რომ იყო რუსეთის ინტერესშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა”, – თქვა მან.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...